ახალციხეში, „თიბისის“ მხარდაჭერით, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - „ახალციხე ინნ“ გაიხსნა

ახალციხეში, „თიბისის“ მხარდაჭერით, სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ინნ ჰოსფითალითის“ ქსელში შემავალი მორიგი სასტუმრო მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მისი კონცეფცია მესხეთის კულტურას, ისტორიას აერთიანებს და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ასახულია შენობის ინტერიერის დიზაინში.

პროექტი „აწარმოე საქართველოსა“ და „თიბისის“ მხარდაჭერით განხორციელდა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც "თიბისის" თანამონაწილეობა 7,6 მილიონი ლარია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ახალციხის პოლიფონია“ და „რუსთაველის მსოფლიო“ - ამ საკითხების შესახებ დღის მთავარი სპიკერი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ღონისძიების სტუმრებს ესაუბრა. აუდიტორიის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლები წარდგნენ.

„ახალციხე ინნ“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო 115 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის აივანი. კომპლექსის პირველ სართულზე ბარისა და რესტორნის რამდენიმე სივრცეს შეხვდებით, სადაც ადგილობრივ მესხურ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. „ახალციხე ინნ“-ში განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნები.

„თიბისის“ ცნობით, სასტუმროში 2 სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს შეხვდებით. პირველ დარბაზში 60 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, მეორე დარბაზი კი, 100 სტუმარს იტევს. საკონფერენციო სივრცეების გამოყენება სეზონის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. სტუმრები ერთობლივი სამუშაო და გასართობი სივრცეებითაც ისარგებლებენ. სასტუმროში გათვალისწინებულია პარკირების ზონაც.

„სასტუმროს ყველანაირი პოტენციალი აქვს, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი იყოს ბაზარზე. ამ ეტაპზე სასტუმრო 70 ადამიანს ასაქმებს. სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ობიექტი 100 ადამიანზე მეტს დაასაქმებს. ჩვენი პრიორიტეტია, დავასაქმოთ ადგილობრივები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორი გაძლიერდება და რეგიონში ასეთი სასტუმროს არსებობა დადებითად აისახება ეკონომიკაზე“, - განაცხადა „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალციხეში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ჩვენი მხარდაჭერით გაიხსნა. ეს „თიბისისა“ და „ინნ ჰოსფითალითის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული მორიგი პროექტია. „თიბისისთვის“ რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შედეგად, ჰორეკა სექტორში 48%-იანი წილით, სექტორის ლიდერები ვართ“, - განაცხადა „თიბისის“ მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დარჩიაშვილმა.

„ინნ ჰოსფითალითის“ მორიგი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ ამ ეტაპზე რეგიონში 70-ამდე ადამიანს ასაქმებს. სასტუმროს მიზანია, საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრების მოზიდვა, როგორიცაა ევროპის ქვეყნები. „ახალციხე ინნ“ ხელს შეუწყობს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, რეგიონს გახდის ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს, რაც დადებითად აისახება კერძო სექტორისა და ბიზნეს გარემოს განვითარებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა