ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი - შეშფოთებული ვარ გარიგებით, რომელმაც შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს

გარიგებამ შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა.

„შეშფოთებული ვარ გარიგებით, რომელმაც შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს. საუბარია რაღაც გარიგებაზე, ჩვენ დეტალებს გვიმალავენ და სიმართლეს არ გვეუბნებიან. არსებობს ჭორები, რომ ისრაელი შალიტის შეთანხმების მსგავსი შეცდომის დაშვებას ისევ აპირებს“, - აღნიშნა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა