შალვა პაპუაშვილი - განაცხადეს, რომ 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“ - 6 პარტია ჩამოვთვალე, თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა?

განაცხადეს, რომ 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე. თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადახედვას შეეხებოდა.

მისივე თქმით, სჯობს, პარტიები კონსტიტუციაში გაწერილი ბარიერისთვის მოემზადონ.

„არანაირი სტანდარტი არ არსებობს 5%-იანზე დაბალი ბარიერის, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში არის სწორედ 5%-იანი ბარიერი. ეს თემა საიდან გამოჩნდა გასაკვირია. რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია თავს იმართლებს, სამჯერ გაზარდეთო, არავის გვაქვს პრობლემაო. მე რაც დავთვალე, 5-6-მა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი პრობლემა არ აქვს. 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე, რომელმაც განაცხადა რომ არ აქვს პრობლემა, თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს, 1%-იანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში. სინამდვილეში, ჩვენ არა გვაქვს პლურალიზმი და გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეულია რამდენიმე ერთეული პარტია. 5% არის ადეკვატური და სწორედ ამიტომაცაა უმეტეს ქვეყანაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერისთვის მოემზადონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო