„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს „შავი პარასკევის“ სპეციალურ შეთავაზებაზე იწვევს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპანიაში მიმდინარე აქციების პარალელურად, მომხმარებელს „შავი პარასკევის“ სპეციალურ შეთავაზებაზე იწვევს, რომლით სარგებლობაც 24 და 25 ნოემბერს არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

საქართველოში "ტოიოტას" პირველი ოფიციალური დილერის ცნობით, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზების ფარგლებში, ტოიოტას ორიგინალი წარმოების ნებისმიერ ავტონაწილს მომხმარებელი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და ასევე, ყველა ტიპის ავტოსერვისშიც 20%-ით ნაკლებს გადაიხდის.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზებით მოსარგებლე ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც 350 ლარის ოდენობის შენაძენს გააკეთებს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ საჩუქარს გადასცემს.

„შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, როგორც ორიგინალი ავტონაწილების შეძენაზე, ასევე, ნებისმიერი სახის სერვისზე. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ცენტრში მიმდინარე სხვა აქციებითაც ისარგებლოს და სხვადასხვა მოდელის ავტომობილებზე სპეცფასად შეცვალოს ძრავის ზეთი და ფილტრი. გვინდა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მათ მომსახურებას გაუწევენ ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მძღოლებს უმოკლეს დროში განუახლებენ ავტომობილს. გარდა ამისა, ყველა მომხმარებელს, რომელიც ცენტრში „შავი პარასკევის“ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში 350 ლარის შენაძენს გააკეთებს, სამახსოვრო საჩუქრებს გადავცემთ“, - აცხადებს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზებით სარგებლობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა