„ლელოს“ ლიდერები საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს ხვდებიან

აშშ-ის საელჩოში პარტია „ლელოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია აშშ-ს ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს ხვდებიან. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ელჩთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, შეხვედრის თემა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების, ასევე, ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა იქნება.

„ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაზე, ასევე, “ლელოს” გეგმებზე. ბევრი გვაქვს სასაუბრო. ალბათ, ელჩს ექნება კითხვები და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს. ამ შეხვედრის შინაარსი იქნება ძირითადად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების, ასევე, ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა. ელჩს აუცილებლად გავაცნობთ “საქართველოს დაცვის აქტს”, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და რომელიც დღეს პარლამენტში გაჟღერდება. ამასთან, გავაცნობთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ პარტიებს და ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადაიდგას იმისათვის, რომ შევაჩეროთ ოკუპაცია, იმისათვის, რომ აღარ გაგრძელდეს ოკუპანტების ასეთი პარპაში ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების დაცვა მაქსიმალურად შევძლოთ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება