ვოლოდიმირ ზელენსკი - არსებობს პრეზიდენტის შეცვლის „მაიდან-3“-ის გეგმა - ისინი ნებისმიერ იარაღს გამოიყენებენ

არსებობს პრეზიდენტის შეცვლის „მაიდან-3“-ის გეგმა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სურს, რისთვისაც დესტაბილიზაციის გეგმა, კოდური სახელწოდებით „მაიდან-3“, არსებობს.

„მათ ძალიან სურთ, არსებობს პრეზიდენტის შეცვლის „მაიდან-3“-ის გეგმა, შესაძლოა არა მკვლელობით, არამედ ხელისუფლების შეცვლის გზით. ისინი გამოიყენებენ ნებისმიერ იარაღს. იდეა არის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი ოპერაცია ჩაატარონ, რომელსაც სახელიც კი აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, რადგან რუსეთი კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში აღვივებს და იმოქმედებს იქამდე, სანამ აშშ და ჩინეთი მას შეჩერებას არ აიძულებენ.

„ყველაფერი მარტივი არ არის, უკრაინა დღეს მესამე მსოფლიო ომის გლობალური რისკების ცენტრშია. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ რუსეთი გააგრძელებს დაძაბულობას იქამდე, სანამ აშშ და ჩინეთი ერთად არ ეტყვიან მას, რომ დაკავებული ტერიტორიებიდან გავიდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა