გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით, სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები სამინისტროს წარმომადგენლის პასუხს ელოდებიან, რომელიც მათ გუშინ შეხვდა და მათი მოთხოვნები მოისმინა. აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას ითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმებაა.

20 ნოემბერს აქციის მონაწილეებთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა, რომელიც პირადად გაესაუბრა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს და დაინტერესდა, რა ვითარებაში მოხდა აქციის მონაწილეების დაკავება. როგორც ომბუდსმენმა განმარტა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხს სწავლობს. მან ყველას მოუწოდა, რომ კანონის ფარგლებს არ გასცდნენ.

20 ნოემბერს პროტესტის მონაწილეებს მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ მაისიდან სამინისტროს ლიცენზიის ძალადაკარგულად ცნობის პროცესი დაწყებული აქვს, რომელიც ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

ამასთან, მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ და გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას დაელოდნონ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა