„ვისოლმა“ განახლებული ბრენდის კონცეფციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ განახლებული ბრენდის კონცეფციით თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის #27გ-ში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა და ამიერიდან, მომხმარებლებს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინ კონცეფციით და სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“ შეუქმნის.

„ვისოლმა“ საქართველოს ნავთობ ბაზარზე 23 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობის შემდგომ ბრენდის სტრატეგიული განახლება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და გზამკვლევი ვარსკვლავი მთავარ სიმბოლოდ აქცია.

„“ვისოლი” დაარსების დღიდან ისწრაფვის ქვეყანაში შექმნას საუკეთესო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, იყოს საქართველოში წარმატებული ბიზნეს საქმიანობის მაგალითი და განხორციელებული ინვესტიციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. „ვისოლი“ მომხმარებლების „კეთილი მგზავრობისთვის“ დღეს უკვე ყველა პირობას ქმნის “სმარტთან“, „ვენდისთან“, „დანკინთან“ და მალე უკვე „საბვეისთან“ ერთად მგზავრობისას საჭირო ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებით. ახალი კონცეფციისა და ვიზუალის ავტოგასამართი სადგურებით კი კიდევ უფრო სასიამოვნოს გავხდით ჩვენთან ურთიერთობას. წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგურის განახლებას შევძლებთ და ეტაპობრივად სრული ქსელის ვიზუალური რებრენდინგით „ვისოლი“ ახალ დანაპირებს სრულფასოვნად შეასრულებს”,-აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლისა“ და „სმარტის“ ბრენდების განახლებაზე სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - „მილენიალ ჰაბმა“ იმუშავა, რომელიც სპეციალიზირდება ბრენდინგის, რებრენდინგის და მსხვილი საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე. გიორგი ტაბატაძე და ვასილ ჩუბინიძე წარმოადგენდნენ გუნდს, რომელმაც 2016 წლიდან საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნა. „ვისოლისა“ და „სმარტის“ ვიზუალური განახლება More Studio-სთან ერთად გაკეთდა. ავტოგასამართი სადგურის ვიზუალზე კი არქიტექტურულმა სამსახურმა - MUA-მ იზრუნა.

„ჩვენი სააგენტოსთვის, აღნიშნული პროექტი თავისი მასშტაბიდან და ისტორიიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ვისოლი“ ერთ-ერთი ძველი ქართული ბრენდია და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ჩვენ დაგვიკავშირდა და ბრენდის განახლება და ახალი სიცოცხლის ჩაბერვა გადაწყვიტა. ამ პროცესში ბევრი გამოწვევა იყო, რაც წინ დაგვხვდა. ჩვენმა სააგენტომ იმუშავა სტრატეგიულ კონცეფციაზე, ასევე ვერბალურ იდენტობაზე, შევიმუშავებთ სლოგანი - „კეთილი მგზავრობა“ და ასევე, განახლებული ვიზუალური ბრენდინგი“, - აღნიშნა „მილენიალ ჰაბის“ თანადამფუძნებელმა, ვასილ ჩუბინიძემ.

„MUA-ს გუნდმა შეიმუშავა „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების დიზაინის სახელმძღვანელო, რომელიც 4 ტიპიური ავტოსადგურის პროექტირებას და ახალი ბრენდინგის მიხედვით, განახლებას მოიცავდა. ვაჟა-ფშაველას სადგური არის პირველი საპილოტე სადგური, რომელიც დღეს გაიხსნა და ეტაპობრივად, ამ ტიპიური პროექტების მიხედვით, ყველა სხვა ავტოგასამართი სადგურის განახლება იგეგმება. ჩვენთვის, საპროექტო გუნდისთვის, ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო მსგავს პროექტზე მუშაობა. რეალურად, ადამიანებს, მეხსიერებაში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურების იდენტობა გამჯდარი აქვთ, ამიტომ გვინდოდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კონცეფცია, რომელიც დღემდე იყო, ოღონდ თან სიმსუბუქე შეგვემატა, რომ მთლიანად შეკრული კონცეფცია ყოფილიყო განახლებული ბრენდინგის თანახმად“, - განაცხადა არქიტექტურული კომპანიის MUA-ს ასოცირებულმა პარტნიორმა და პროექტირების გუნდის ხელმძღვანელმა, მარია ფელანგიამ.

ბრენდის სტრატეგიული განახლების ფარგლებში „ვისოლმა“ ახალი ლოიალობის სისტემაც შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად, თითოეულ ლიტრ საწვავზე 15 თეთრი ფასდაკლება მიიღოს. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში. აპლიკაციის გამოყენების წასახალისებლად 4 დეკემბრამდე მომენტალური გათამაშება მიმდინარეობს, სადაც პრიზებს იგებს როგორც მომხმარებელი, ისე ჩამსხმელი ოპერატორი, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას ემსახურება მომხმარებელს.

“ვისოლმა“ მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ დაფუძნების დღიდანვე დაისახა მიზნად და პირველი იყო ნავთობსექტორში, რომელმაც ქვეყანაში მომსახურების დასავლური სტანდარტები დანერგა, საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი შექმნა, უახლესი ევროპული სტანდარტის ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაასაქმა და კორპორაციულ მომხმარებელს საწვავის ელექტრონული შესყიდვისა და ავტოპარკის მართვისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესთავაზა.

(R)

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება