შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქსენოფობიური განცხადება გააკეთა, რასაც ყველა უნდა გაემიჯნოს.

მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვარს უკონტროლოდ კვეთენ.

„რუსეთს აქვს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული, ეს ოკუპაცია არის დასასრულებელი და ამ ოკუპაციის დასრულება მნიშვნელოვანია დამატებითი მსხვერპლის გარეშე რაც მთავარია და არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოუდგენია, რომ ცეცხლით და მახვილით უნდა იყოს საქართველოში ბრძოლა.

რაც შეეხება რუსებს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში - ამასწინათ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებული ქსენოფობიური განცხადება, რუსული ენის გაგონება რომ პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, ეს არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ, საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომლისთვისაც რუსული ენა მშობლიური ენაა. საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე არის ქსენოფობია, რაც არის დასაძრახი. არ მიკვირს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან, მას სადაც კონსტიტუცია დაარღვია...," - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის