ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა - დღეს, როგორც არასდროს, ცხადია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია

ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინელ ხალხს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.

„ღირსების ათი წელი. სიამაყის ათი წელი. თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა. მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩებში და ერთი ხმა გააჟღერეთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და ჩვენი მომავალი თქვენთანაა.

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი მომავალი თავად გემართათ. დღეს, როგორც არასდროს, ცხადია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, ბოლოს და ბოლოს დაიწყო. დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ევროპას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის “ გვერდზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა