საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მიშელ მუსხელის კლუბის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექციას - "საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკა ევროინტეგრაციის პროცესების ჭრილში", უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც სტუ-ის „მიშელ მუსხელის კლუბის“ დამფუძნებელი სანდრო ჭადაშვილი აცხადებს, საჯარო ლექციამ სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

„საჯარო ლექცია საინტერესო და მრავლისმომცველი იყო. ქალბატონმა ლიამ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საქართველოს ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები, ტოლერანტობა, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს ის საკითხებია, რომელიც აინტერესებთ არა მხოლოდ მომავალ იურისტებს, არამედ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურიუფლებების დამცველი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. ევროკავშირთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებულია ქვეყნის საერთო ღირებულებებზე და უნარზე განახორციელოს ევროკავშირთან ერთად დასახული პრიორიტეტები საერთაშორისო და ევროპული ნორმების შესაბამისად. ამ ურთიერთობების განვითარების ტემპი მთლიანად არის დამოკიდებული იმ კონკრეტულ წარმატებებზე, რომლებსაც ქვეყანა აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მიაღწევს. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იყო ამ მიმართულებით რას აკეთებს სახელმწიფო და კონკრეტულად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამ და სხვა კითხვებზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი“, - აცხადებს სანდრო ჭადაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა