ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.

Ekhokavkaza-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების გარკვეული ღონისძიებების შესახებ“ განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა.

დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამიერიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რეგისტრირებული იმ არაკომერციული ორგანიზაციების სახელები უნდა გაასაჯაროონ, რომელთა მოზიდვა მათი პროგრამების და პროექტების განსახორციელებლად მოხდება.

ასევე, აუცილებელი გახდება, ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, პროექტების განხორციელების ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, თითოეული აქტივობის დაფიქსირება და დაფინანსების ოდენობის მითითება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა