შალვა პაპუაშვილი - თემურ ალასანია საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე - სწორედ ეს ადასტურებს, თუ რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში

ნახეთ თქვენ ბიძამისის გამოსვლა, რომელიც საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, მათ შორის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში 2021 წელს, რომ აერიათ ქვეყანა არჩევნების წინ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ ჯგუფის მიზანი, ვინც სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა, არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანიშნულება არის სწორედ ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში.

„იქნებოდა ის, უკრაინაში თუ ამერიკიდან გველაპარაკებოდა, მისი მთავარი მიზანი და მისი, ასე ვთქვათ, როგორც ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება არის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. ნახეთ თქვენ ბიძამისის გამოსვლა, რომელიც საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, მათ შორის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში 2021 წელს, რომ აერიათ ქვეყანა არჩევნების წინ. მათ შორის, მათი მიზანი იყო, რომ ამ პერიოდში, როდესაც მიდის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენთანაც არეულიყო სიტუაცია. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, არის ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. პირდაპირ ეთერში ვხედავთ ადამიანს, რომელიც იმართება ჯგუფებიდან, ვინც ის შემოაპარეს, ვინც მას მფარველობს. ხან რომელიღაც რეზოლუციაში აღმოჩნდება ხოლმე მისი სახელი და გვარი, აბსოლუტური ტყუილებით, თითქოს ხდებოდა მისი წამება, ხან რომელიღაც განცხადებებში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ხან პირდაპირ ქმედებებში. ვიცით, რომ საქართველოში ის შემოაპარა უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს? მერე სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად უნდა გელაპარაკოთ და შემდეგ კიდევ პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო. ეს სამარცხვინო ცირკია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. კიდევ ვხედავთ, რომ მის პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები არიან, რომლებიც ხბოს აღტკინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მას. ცდილობს, რომ არიოს საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ცდილობს, რომ იყოს დესტაბილიზაცია. მთავარი პრობლემა არის, რომ გვყავს ჩვენ საქართველოში პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არის ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა