ფინანსთა მინისტრი - საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოველთვის განპირობებული იყო ევროპული მისწრაფებებით -კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთ ბიძგს აძლევს ქვეყანას, რათა რეფორმები გაგრძელდეს

საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოველთვის განპირობებული იყო ევროპული მისწრაფებებით. კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთ ბიძგს, ძლიერ მოტივაციას აძლევს ქვეყანას, რათა გაგრძელდეს რეფორმები ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ბოლო 2 წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით.

მისი თქმით, ქვეყანამ რეკორდულად მოკლე დროში მიაღწია ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვან კონსოლიდაციას.

„ჩვენი საშუალოვადიანი ფისკალური პოლიტიკა, მიზნად ისახავს ყველა პარამეტრის ჯანსაღ დონეზე შენარჩუნებას. საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ფისკალურ დისციპლინას იცავს, რომლის პირობებშიც კერძო სექტორი ყოველთვის მიიჩნეოდა ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად. ამგვარად, მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რომლებიც ხელს უწყობს ეფექტურობის ზრდას, ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მხარს უჭერს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო, ლოგისტიკის, ტურიზმისა და ბიზნესცენტრის პოტენციალის ათვისებას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, შუა დერეფნის მარშრუტებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად. ამრიგად, ჩვენ ფისკალურად მდგრადი გზით ვახორციელებთ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში, საჯარო ფინანსების მართვასა და ჯეროვან მმართველობაში, ასევე, მწვანე და უსაფრთხო ენერგეტიკულ სექტორში და მდგრად, გრძელვადიან ინფრასტრუქტურაში ისეთი პროექტებით, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მშენებლობა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და სხვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

იგი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს და განაცხადა, რომ ქვეყანა იცავს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა (აშშ) და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებთან სანქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, მთავრობა განაგრძობს ქვეყნის ბიზნესგარემოს დამატებით მიმზიდველობაზე ზრუნვას, სხვადასხვა სექტორში რეფორმების განხორციელებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქმიანი და სავაჭრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა