ირაკლი კობახიძე - ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დამდგარა - ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება

სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არის დამოკიდებული კონკრეტულ ძალებზე - რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, [მიხეილ სააკაშვილის შეწყალების] გადაწყვეტილება დღემდე დღის წესრიგში არ დამდგარა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, გარკვეული მიზეზები არსებობდეს, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისგან დღემდე თავს იკავებს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებები, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ზურაბიშვილს შორის ალიანსს ადასტურებს.

„სინამდვილეში თვითონ გახდა სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი. შეიძლება, გარკვეული მიზეზები არსებობდეს, რომლის გამოც ის დღემდე სააკაშვილის შეწყალებისგან თავს იკავებს. შეიძლება, იყოს ეს სხვა მიმდინარე საქმეები, შეიძლება, სხვა მიზეზი. ვერ გეტყვით, გამიჭირდება პროგნოზების გაკეთება. ერთი რამ ცხადია - სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არის დამოკიდებული კონკრეტულ ძალებზე, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ეს გადაწყვეტილება არ დამდგარა დღის წესრიგში“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილი, მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვისაა განწირული.

მისივე შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ქმედებები არასერიოზულია.

„არ ვიცი, ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ნუ, ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება. რეალურად, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჯერ ორი წლის განმავლობაში, სიმულიანტობდა, მართლა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბოლომდე ხომ დააზიანა მან საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება უბრალოდ წარმოუდგენელია. ასეთ დროს, მისი სურვილი, მობრუნდეს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია არ გამორიცხავს, ზურაბიშვილმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს და საარჩევნო პროცესში ჩაერთოს.

„ჩვენც გვქონდა ამაზე საუბარი. არსებობს ასეთი გეგმა - სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია, რაც მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება შემდეგ არჩევნებზე წარმოდგენილი, მით უკეთესი ჩვენთვის. მით მეტ ხმებს დაკარგავს ოპოზიცია მთლიანობაში და მით მეტი მანდატი წამოვა ჩვენკენ“, - აღნიშნა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს