ჯოზეფ ბორელი - პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს

პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„მე მჯერა, რომ ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას პალესტინის სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს“, - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უზარმაზარი გამოწვევებისა, ევროკავშირმა ღაზაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და პალესტინის მომავალი სახელმწიფოს შესახებ თავისი ხედვები უნდა განავითაროს.

„დასავლეთ სანაპიროზე ექსტრემისტებისა და ახალმოსახლეების მიერ პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული მზარდი ძალადობის ფონზე, ესკალაციის რეალური რისკი არსებობს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა