ლევან ბეჟაშვილი - საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ჰქონდა სტატუსის მიღების სურვილი და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო - რეალურად, დასავლეთმა სტატუსი ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მიანიჭა

რეალურად, დასავლეთმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მისცა არა ხელისუფლების დამსახურების გამო, არამედ სტატუსი ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მიანიჭა - საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ჰქონდა სტატუსის მიღების სურვილი და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამ გარემოებების გამო მაინც პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველყოს და პროცესში ჩართვა ყველა მხარეს შესთავაზოს.

„ოპოზიციას ცხრა დათქმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს მომზადებული, თუ როგორ შეიძლება რეკომენდაციების შესრულება, მათ შორის სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულობა უზრუნველყოფილი იქნება, მაგრამ ამავე დროს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოს და ამ პროცესში ჩართული იყოს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ არასამთავრობო სექტორი და მათი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. მთელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ამის საპირისპირო ქმედებებს ვხედავდით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე