გერმანიის პოლიციამ სოციალურ ქსელებში ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენებაში ბრალდებული 17 ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

გერმანიის პოლიციამ სოციალურ ქსელებში ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენებაში ბრალდებული 17 ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს. ეჭვმიტანილებს ბრალად ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენება და ინტერნეტში ებრაელების წინააღმდეგ მუქარა ედებათ.

ბავარიის კრიმინალური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებიდან 15 კაცი და 2 ქალია, რომელთა ასაკი 18-დან 62 წლამდეა. პოლიციამ ეჭვმიტანილები დაკითხა და მათი სახლებიდან მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის მობილური ტელეფონები და ლეპტოპები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სოციალურ ქსელებში "ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ 7 ოქტომბრის თავდასხმას ზეიმობდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა