ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა.

საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და წარმოადგენს რეგიონის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მზარდი ინტერესის მორიგ დემონსტრირებას.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა ქართული მხარის ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ევროპის საკითხებში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული მედიატორის როლს, რასაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს.

„ლეო დოქერტიმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის, ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და ახალი ენერგეტიკული არქიტექტურის ჩამოყალიბების მიმართულებით.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს წლის განმავლობაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარულ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, უმასპინძლოს დიალოგის მე-9 რაუნდს თბილისში. ასევე, ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე.

აღსანიშნავია, რომ ლეო დოქერტი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი