რუსებმა ხერსონი და ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი

რუსებმა ხერსონი და ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონისა და ხარკოვის რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

ხერსონისა და ხარკოვის ოლქების რეგიონული ხელისუფლების ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი და ოთხი დაშავდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა ხერსონის რეგიონს 44-ჯერ დაარტყეს, რის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსების თავდასხმებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, რასაც ხანძრის გაჩენა მოჰყვა.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, 29 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა