ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს

უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი მიწა“, - უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.

ინტერვიუს დროს, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ასეთი 5-6 მცდელობა მაინც ყოფილა.

ზელენსკის სიტყვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

„უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი მუქარა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათ“, - განაცხადა პესკოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა