ოთარ გრიგოლია ოპოზიციას - თქვენ გეგონათ, რომ საქართველოში იქნებოდა არეულობა, მაგრამ არის მშვიდობა, თქვენ გეგონათ რომ საქართველოში იქნებოდა ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ არის ეკონომიკური ზრდა

თქვენ გეგონათ, რომ საქართველოში იქნებოდა არეულობა, მაგრამ არის მშვიდობა, თქვენ გეგონათ, რომ საქართველოში იქნებოდა ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ არის 10%- იანი ეკონომიკური ზრდა. თქვენ გეგონათ, რომ საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს სტატუსი საქართველომ მიიღო, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტები გააკრიტიკეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია თქვენთვის, იმიტომ რომ საქართველოს წარმატება თქვენ არ გახარებთ და ეს თქვენთვის მიუღებელია. თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა და ქალაქი თუ ეს ყველაფერი თქვენს ხელში არ არის“, - მიმართა გრიგოლიამ კოლეგებს და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთი ლარი არ დახარჯულა ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით.

მისივე თქმით, სატრანსპორტო მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები მილიარდ ლარამდეა.

„მთელი ეს ტვირთი „ქართულმა ოცნებამ“ ითავა თავის თავზე. კახა კალაძემ, იმ გუნდმა რომელიც მასთან ერთად მოვიდა და მანამდე დავით ნარმანიამ. სატრანსპორტო მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები მილიარდ ლარამდეა, ხოლო ამ რეფორმის დასრულების შემდეგ უფრო ახალი და მოდერნიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვექნება“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისის დღევანდელი ბიუჯეტი არის ყველაზე სოციალურად ორიენტირებული, ინფრასტრუქტურაზე და განათლებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში თბილისში ყოფილა.

„თქვენ ძალიან კარგად ხედავთ წარმატებას, რომელსაც ქალაქი თანდათანობით აღწევს. კარგად ხედავთ ინფრასტრუქტურას რომელიც ვითარდება, გზებს, კომპლექსებს, სკვერებს, ბაღებს, განახლებულ ქუჩებს, ტრანსპორტს, მაგრამ ამის აღნიშვნა თქვენს დღის წესრიგში არ შედის. თქვენმა დღის წესრიგმა არაერთ მარცხამდე მიგიყვანათ, თუმცა მიუხედავად ამისა, თქვენ თქვენი პოლიტიკა ვერ გადაიაზრეთ. თუ კიდევ კეთილგონიერება შეგრჩენიათ, შეცვალეთ დღის წესრიგი, მოერგეთ რეალობას და ხვალ და ზეგ დატოვეთ ადგილი თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ თქვენი რიტორიკა მძაფრდება და თანამშრომლობისთვის ადგილს აღარ ტოვებს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა