ნინო ვარდოსანიძე - ბიუჯეტი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ფარავს, სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ქალაქში დაგეგმილ სიახლეებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც თბილისის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა სახსრები, რათა თბილისის მეტროს ძველი ვაგონების ჩანაცვლება მოხდეს. ამ გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება ის, რომ უფრო კომფორტულად იმგზავრებენ როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები. როგორც დაანონსდა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, 212 ვაგონის განახლება მოხდება. საბოლოოდ კი მეტროს განახლებულ შემადგენლობას მივიღებთ“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტების სირთულე და სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად იცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბიუჯეტი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ფარავს, გრძელდება და იწყება არაერთი პროექტის დაფინანსება სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც თბილისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. კომისიებზე დეტალურად განვიხილეთ და წარვადგინეთ შესაბამისი რეკომენდაციები და ვფიქრობ, მათი გათვალისწინება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

აღნიშნულ კომენტარს საკრებულო ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა