ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება დაიწყეს

ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი ავრცელებს.

„ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა საზღვაო და საჰაერო პატრულირების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს“, - წერს ფერდინანდ მარკოს უმცროსი „ტვიტერის“ გვერდზე.

Reuters-ის ცნობით, პატრულირება კუნძულ მავულისზე, ფილიპინების ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში დაიწყება, რომელიც ტაივანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა