სახალხო დამცველი სოფელ კირბალში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში იმყოფებოდა, სადაც ლევან დოთიაშვილს და თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი დაინტერესდა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საგამოძიებო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების ჩართულობით; ასევე, სოფლის მაცხოვრებელთა უსაფრთხოების მდგომარეობით და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ საპატრულო პოლიციას 24-საათიანი პატრულირებისთვის.

„მოგვიანებით, სახალხო დამცველი ნიქოზში ჩავიდა სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად. სოფელში ასევე იმყოფებოდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში მიროსლავ იენჩა. მხარეებმა ხანმოკლე შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველი ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ესაიას ეწვია და მასთან ერთად დაათვალიერა ნიქოზის ხელოვნების სკოლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა