შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩ ბერგლიოტ ჰოვლანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ განვითარებას მას შემდეგ, რაც 4 წლის წინ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩო გაიხსნა.

ასევე, ყურადღება გამახვილდა მზარდ საპარლამენტო კავშირებზე.

შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიული მხარისადმი მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე.

ელჩმა თავმჯდომარეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული კომისიის პოზიტიური რეკომენდაცია მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ნორვეგია მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ისაუბრა ამ გზაზე საქართველოს ძირითად მიღწევებზე. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონული მშვიდობის დამყარების პროცესში.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა საქართველოში მისი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება