შალვა ოგბაიძე - სატრანსპორტო პოლიტიკა არის პროცესი, რომელიც არ დასრულებულა

ეკოლოგიურად უსაფრთხო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად დიდი პროექტია. მას მგზავრთა გადაყვანის პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტის ფუნქცია ექნება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ განაცხადა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე შალვა ოგბაიძემ ტრანსპორტის განვითარების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება.

„რაც შეეხება მეტროს, მისი რეაბილიტაციისთვის ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 475 000 ევრო და ეტაპობრივად დაიწყება 1970-იანი წლებიდან მოძრავი შემადგენლობის ჩანაცვლება. სულ მალე ქალაქს ჯამში 212 ახალი ვაგონი ეყოლება. სატრანსპორტო პოლიტიკა არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და არ დასრულებულა. წინ კიდევ მეტი მნიშვნელოვანი დიდი პროექტები გველოდება.

ოპოზიციონერებო, თქვენ არასოდეს დაინტერესებულხართ ტრანსპორტის განვითარების პრობლემებით, მხოლოდ კრიტიკით ხართ დაკავებული. როდესაც სხვა არაფერი გაქვთ სალაპარაკო, საცობებზე იწყებთ საუბარს“, - მიმართა შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომდგენლებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა