ილჰამ ალიევი - საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს

საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციაზე “დეკოლონიაზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ.

“საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად ჩვენს რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს სომხეთის შეიარაღებით, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აქეზებს, ნიადაგს ამზადებს ჩვენს რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის თავის სტატუსს ბოროტად იყენებს თავისი მიკერძოებული, არაობიექტური პოლიტიკის გასატარებლად, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგებით არის დაკავებული, სახელმწიფოების წინააღმდეგ ზეწოლის საშუალებად დასავლური ორგანიზაციების გამოყენებას ცდილობს”, - განაცხადა ალიევმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა