ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ესმის, რომ ევროკავშირში გზა დამსახურებების გზაა და არა საჩუქრების, ამიტომ სამუშაოს საკუთარი ნაწილის რეალიზებას ახდენს - გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად უკრაინისკენ

გვჯერა, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან რეკომენდაციების შესრულების მხრივ უკრაინის პროგრესი განვიხილეთ - ყველაფერი, რისი გაკეთებაც უკრაინას მოუწევს. ყველაფერს ვაკეთებთ და ვასრულებთ…

უკრაინას ესმის, რომ ყოველი ქვეყნის ევროკავშირში გზა - ეს დამსახურებების გზაა და არა საჩუქრების, ამიტომ უკრაინა სამუშაოს თავის ნაწილის რეალიზებას ახდენს…

ამიტომ გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად უკრაინისკენ, როგორც დაპირებული იყო - რომ წლის ბოლომდე, დეკემბერში, შედეგი იყოს ჩვენთვის ასეთი სასურველი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და სრულუფლებიანი ევროინტეგრაციის პროცესის მოახლოებაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ 10 წლის წინ კიევში მაიდანზე მთელმა ევროპამ დაინახა თუ რამდენს ნიშნავს ევროკავშირის დროშა უკრაინისთვის.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა