ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმის "შინ მომავლისთვის" პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმა "შინ მომავლისთვის" პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რის შემდეგაც დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.

"შინ მომავლისთვის" ჯილდო გადაეცათ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველებს, რომლებსაც მრავალწლიანი ემიგრაციის პირობებშიც არასოდეს დაუკარგავთ საქართველოსთან კავშირი და დღესაც, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, ალექსანდრე რაქვიაშვილი; მეცნიერი და ლუნდის უნივერსიტეტის დოქტორი, ზაალ კოკაია; ექიმი თორნიკე სოლოღაშვილი, ექიმი და გინესის რეკორდსმენი დავით მრელაშვილი; ემიგრანტი, ქართულ-ამერიკული პროექტის "შინ" ავტორი მაკა ქობალია; სოფო ჯაჯანაშვილი და ზურაბ ქათამაძე დაჯილდოვდნენ პროექტისთვის "სფიჩი"; ასევე, მარიტა დამენია-არტგალერეა MADATART-ის დამფუძნებელი.

"დღეს ძალიან ძლიერი და მრავალრიცხოვანი დიასპორა გვყავს, თუმცა ჩვენ ვრჩებით იმ განწყობით, რომ არ ვართ ემიგრაციის ქვეყანა და ეს შემთხვევითობა არის. არ მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 1/4 საზღვარგარეთ ცხოვრობს. საზღვარგარეთ წავიდნენ უფრო ახალგაზრდები, შეიძლება მეტად ენერგიულები. ჩვენი ადამიანური რესურსის ძალიან დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზებისა და სხვადასხვა პერიოდების მანძილზე ქვეყნიდან არის წასული. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ამ ადამიანების ქვეყანასთან კავშირი შევინარჩუნოთ. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი არიან, სადაც არ უნდა იყვნენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ორგანიზაცია "შინ მომავლისთვის" წარმოადგენს საჯარო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომლის მიზანიც ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობაა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს