შარლ მიშელი - უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გააძლიერებენ - მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ, რომ ევროკავშირისკენ მიდიხართ

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გააძლიერებენ და მჯერა, რომ ევროკავშირი ამ გაწევრიანებისთვის მზად უნდა იყოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“10 წლის წინ უკრაინელები ქუჩებში გამოვიდნენ, რათა თავისი ევროპული მომავალი დაეცვათ, რათა კორუფციასთან ებრძოლათ, რათა ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ებრძოლათ. თქვენ გააკეთეთ ეს 2014 წელს და ახლა, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მოხდა. სოლიდარობა და თავისუფლად ყოფნის სურვილი აჩვენეთ, თქვენი ერის ძალა აჩვენეთ. თქვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენეთ, და აგრძელებთ ევროკავშირთან მიახლოებას,” - განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება მას არა მხოლოდ უფრო დიდს, არამედ უფრო ძლიერსაც გახდის.

მიშელმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭო ევროკავშირის გზაზე უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს როგორც არაჩვეულებრივს აფასებს.

“[გაწევრიანებისთვის] ყველა შესაძლებლობა გვინდა მოგცეთ… ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ეს მაინც გრძელ პროცესად რჩება. ეს გრძელვადიანი, რთული პროცესია, მაგრამ ეს მუშაობა უნდა გრძელდებოდეს, განსაკუთრებით ასეთ დროს. და მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ, რომ ევროკავშირისკენ მიდიხართ”, - განაცხადა მიშელმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა