საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ზაგრებში, შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დომოგოი ჰაიდუკოვიჩთან, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის თავმჯდომარესთან ერიკ ფაბიანიჩთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიანა პეტირთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან დავორ დრეტართან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ რეფორმებს. საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხორვატიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღინიშნა.

„ვიზიტის ფარგლებში, 2022 წლის 9 ივნისს, საქართველოს და ხორვატიის პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხი განიხილეს. აღნიშნულ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ხორვატიული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელების საჭიროება.

შეხვედრებისას, ხორვატიის მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა და პარტნიორობისთვის გაძლიერების და სხვადასხვა სფეროებში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოხატეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიაში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული ასევე, ფრაქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა