გივი მიქანაძემ შოტლანდიაში უმაღლესი განათლების საკითხებზე ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით შოტლანდიაში გამართულ საერთაშორისო ფორუმში "Going Global 2023" მონაწილეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის მსვლელობისას კომიტეტის თავმჯდომარემ და მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართეს შოტლანდიის განათლების მინისტრ გრემ დეისთან, უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ სერ სტივ სმიტთან, შოტლანდიის უნივერსიტეტების გაერთიანების ხელმძღვანელ ანდრეა ნოლანთან, გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების ასოციაციის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელ ჯეიმი აროუსმიტთან, დანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან - ჯეისონ ნორისთან და იაინ ჯილესპისა და სეინთ ენდრიუს უნივერსიტეტის პრორექტორ ბრედ მაკკეისთან.

„შეხვედრებზე ძირითადად განხილულ იქნა საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმა და ბრიტანული უნივერსიტეტების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობები.

შეხვედრების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტების განხორციელებისა და ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყების მიზნით ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა