ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ შეტევა განახორციელეს

ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დღეს დილით, ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში, ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმების საპასუხოდ, ორ ობიექტზე შეტევები განახორციელეს.

„დარტყმები პირდაპირი პასუხი იყო ირანისა და ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ, აშშ-ისა და კოალიციის ძალების წინააღმდეგ, განხორციელებულ თავდასხმებზე“, - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე („ტვიტერზე“).

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა