ოთარ შამუგიამ ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, „ეკონომიკურ ფორუმზე” სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ნოდარ კერესელიძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ბიზნესინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ 15-მდე პროგრამას, რომელსაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს დარგის მიმართულებების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, გვექნება სიახლეები პროგრამების სხვადასხვა კომპონენტის ნაწილში; ეს ბუნებრივი პროცესია, ვინაიდან ჩვენ, არსებული საჭიროებების მიხედვით, ფერმერებთან, ასოციაციებთან, დარგის წარმომადგენლებთან ერთად, ცვლილებები შეგვაქვს სხვადასხვა პროექტში. სიახლეები გვექნება მომავალ წელსაც. სახელმწიფო გააგრძელებს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების აქტიურ მხარდაჭერას როგორც ტექნიკით უზრუნველყოფის, ასევე, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების შემდგომი გაფართოების კუთხით. მხარდაჭერა გაგრძელდება მარკეტინგის მიმართულებითაც - ჩვენი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის და ბაზრების დივერსიფიცირების ნაწილში”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე