ლიბერთიმ კამპანია #ჩვენიანი დაიწყო

ლიბერთიმ კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო რგოლი წარადგინა.

„ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ლიბერთის ბრენდის მიმართ ადამიანების ემოციური და რაციონალური დამოკიდებულებების შესაფასებლად არაერთი კვლევა ჩავატარეთ. მათ შორის თანამშრომლებში, რომელმაც აჩვენა რომ ლიბერთიში დასაქმებული ადამიანებისთვის ყველაზე საამაყოა ჩვენი ბანკის მასშტაბურობა, ხელმისაწვდომობა, ადამიანებზე ორიენტირებულობა, ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობა და ამასთანავე, თანამედროვე პროდუქტებისა და სერვისების არსებობა.

ახალ კამპანიაზე, რომლის მთავარი გმირები ბანკის რეალური თანამშრომლები და მომხმარებლები არიან, სააგენტო Holy Motors-თან ერთად ვიმუშავეთ. ბანკის ახალი კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული საბანკო პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ახალი კამპანია პასუხობს ლიბერთის სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. #ჩვენიანი არის ერთგვარი შეხსენება ყველასათვის, რომ ლიბერთი არის ბანკი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ქსელით, ყველაზე მეტი სერვის ცენტრითა და ფილიალით, მათ შორის მოძრავი ფილიალებით. ასევე, მოქნილი ციფრული სერვისებით - ინტერნეტბანკით და სრულყოფილი მობაილბანკით, სადაც ერთი ხელის მოსმით შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულება. 5 ათასი ადამიანისგან შემდგარი ერთიანი გუნდი კი, მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს ძირითადი ბანკი თავისი 1,6 მილიონი მომხმარებლისთვის. „ჩვენიანი“ კი ერთგვარი ფილოსოფიაც არის და დაპირებაც, რომელიც ლიბერთიმ თავისი მომხმარებლისთვის უნდა შეასრულოს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე