შალვა პაპუაშვილი - ზოგადად, არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში ერევა

ზოგადად, არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში ერევა, - ასე უპასუხა პარლამენტის

თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის თანახმად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები გააკრიტიკა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ამ ცვლილებას ხელი მოაწერა, მაგრამ, როგორ ჩანს, ცვლილების შინაარსში ვერ გაერკვა.

„ზოგადად, არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში. რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, რომ მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განსაზღვროს როგორი არის პოლიტიკა და როგორი არის კანონმდებლობა. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ შემთხვევაშიც, სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია, არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში. საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ქართველ ხალხს და მოქალაქეებს ქართველი ხალხის ინტერესით, ის კანონმდებლობა, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი არის ქართველი ხალხის სახელით და ინტერესით მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკუთარ კონსტიტუციურ კომპეტენციებში დარჩეს.

ქალბატონმა სალომემ ხელი მოაწერა ამ ცვლილებას, მაგრამ, როგორ ჩანს, შინაარსში ვერ გაერკვა, რასთან დაკავშირებით იყო ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხებოდა მოქალაქეობის არმქონე პირებს, აპატრიდებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და არის გარკვეული ჯგუფი წლების განმავლობაში, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, მათ შორის არც საქართველოსი და მათთვის გამარტივდა სწორედ ის, რომ არიან, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოების წევრები, ათწლეულებია რაც აქ არიან, მაგრამ რაღაცნაირად ეს ჯგუფი ასეთად დარჩა, რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა და ეს გამარტივება მათთვის არის განსაზღვრული. ამ ცვლილების მიზანი არ ყოფილა ის, რომ ქართველების, თუ საქართველოს ყოფილი მოქალაქეების, რომლებიც არ არიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათთვის რაღაც პროცედურები დაედგინა. ამიტომ, ეს იყო ამ ცვლილების მთავარი ამოცანა.

საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას წარმოადგენს ამ მხრივ პოლიტიკის დადგენაც. მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ დღეებში პარლამენტში მიღებული ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში ცვლილების შესახებ რეალურად, „არცერთ ცვლილებას და გამარტივებას“ არ წარმოადგენს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება