უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ პარლამენტს კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ წარუდგინა

უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ პარლამენტს კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ პარლამენტს კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ წარუდგინა, რომელიც უცხო პირების და ჯგუფების არასათანადო პოლიტიკური ჩარევის თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.

„უნგრეთის სუვერენიტეტის დარღვევა მოხდება, რაც ასევე ეროვნული უსაფრთხოების გაზრდილ რისკს წარმოადგენს, თუ პოლიტიკური ძალა რომელიმე უცხო სახელმწიფოზე, ორგანიზაციასა თუ პიროვნებაზე დამოკიდებულ პირთა ან ორგანიზაციების ხელში მოხვდება“, - ნათქვამია „ფიდესის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტში.

ცნობისთვის, ორბანის პარტიას უნგრეთის პარლამენტში ხმების ორი მესამედის უმრავლესობა აქვს, რაც „ფიდესს“ კანონმდებლობის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს