შალვა პაპუაშვილი - თუ ვინმეა რუსული სტილის პოლიტიკოსი, ეს უპირველეს ყოვლისა „ლელოს“ ხელმძღვანელობაა - რუსეთი, რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა

თუკი, ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში - ეს უპირველეს ყოვლისა არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა. თავის დროზე საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ვაშინგტონი ჰგონიათ, რომ ცენტრია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ კომპლექსები აქვს რუსეთთან და მოსკოვთან დაკავშირებით.

„ლელოსთან“ დაკავშირებით რთულია რაიმე განცხადების გაკეთება. რუსეთი, რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა და ყოველ მეორე წინადადებაში ამაზე საუბრობენ. თუკი, ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში - ეს უპირველეს ყოვლისა არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ვაშინგტონი ჰგონიათ, რომ ცენტრია. ერევათ ერთმანეთში საბჭოთა რეჟიმი და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატია და უყურებენ სხვა დედაქალაქებს ისე, როგორც ადრე საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები უყურებდნენ მოსკოვს. საერთო ჯამში ეს არის კომპლექსები, რომლებიც მათ შიგნით აქვთ რუსეთთან და მოსკოვთან დაკავშირებით და ამ კომპლექსების გარკვეული პროექციაა ქართულ პოლიტიკაზე. ამიტომ არასერიოზულია ზედმეტი მოჩვენებითი პატრიოტიზმი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პატრიოტული ტალღა დაგვანახონ. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და მათ არავინ დაუჯერებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც “ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო