შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე წლებია ელოდება. იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნისას განაცხადა.

პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს, მესამე ერთობლივ კონფერენციას მართავენ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია არის სწორი, დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

„ეს არის მათ შორის ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი, რაც გვქონდა. ეს არის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა პარლამენტის და პლატფორმის მხრიდან. მემორანდუმის საკითხი ხაზგასმით და განსაკუთრებით აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორის წევრებს, მის ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს, ერთი მხრივ, გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაცია, მეორე მხრივ კი, ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

„დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე წლებია ელოდება. იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. ამ რეკომენდაციით, რომელიც 12 პუნქტს შეეხებოდა, იხურება ერთი კარი კანდიდატობასთან დაკავშირებით, ამავე დროს გაიხსნა მეორე კარი, თუ ფანჯარა მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, რისთვისაც 9 რეკომენდაციაა წარმოდგენილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, დღეს საუბარი იქნება ასევე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის პრეზენტაციაც კონფერენციაზე მოხდება.

კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხებია: სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო პროცესი და დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს