შალვა პაპუაშვილი - გადამწყვეტი არის არა ბარიერი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება - ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს

ბარიერის საკითხი უნდა დაიხუროს, რადგან ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთ პროცენტთან, ზოგიერთი აწევასაც ითხოვს, ამიტომ, ვფიქრობ, ეს თემა დახურულია მათთვისაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს.

„გადამწყვეტი არის არა ბარიერი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება. ხალხის ნება ბოლო ათი წლის განმავლობაში რაც არის, ეს კიდევ ერთხელ გამოვლინდება 2024 წელს. ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს. სხვანაირად როგორ უნდა აუხსნა. როდესაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერს, ეს არის აქსიომა, ელემენტარული ჭეშმარიტება. ვინც არის ანტიქართულ პლატფორმაზე და ემტერება საკუთარ ხალხს, მას ხალხი არ აძლევს ხმას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბარიერი პრობლემა არ არის, ევროკავშირი აცხადებს, რომ ხუთი პროცენტი არის ადეკვატური. ესეც გახლავთ ანტიევროპული დეზინფორმაცია, ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ევროკავშირი ითხოვს საქართველოში ბარიერის დაწევას. ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია. ამიტომ, პირველი რეკომენდაციის ხათრით, ყველას მოგიწოდებთ, ანტიევროპულ დეზინფორმაციებს ბარიერთან დაკავშირებით, შევეშვათ. ეს საზოგადოებაში იწვევს გაბრაზებას, რატომ შეიძლება, ვინმემ მოითხოვოს ბარიერის დაწევა და შეიძლება, იწვევდეს ნეგატიურ განწყობებს ევროკავშირთან დაკავშირებით. ყველა, ვინც დღეს ამბობს, თითქოს ევროკავშირი ითხოვს ბარიერის დაწევას, სინამდვილეში ეწევა ანტიევროპულ დეზინფორმაციულ კამპანიას”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს