ანრი ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია, ის საკითხები, რაც ასახულია, ჩვენით არ მოგვიგონია, ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა

ჩვენ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ის საკითხები, რაც ასახულია, ჩვენით არ მოგვიგონია. ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არგუმენტირებულად უნდა თქვას, მათი აზრით, რა უნდა იყოს დამატებული, ან გამოკლებული.

„ჩვენ სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ის საკითხები, რაც არის ასახული, ჩვენით არ მოგვიგონია. ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა, რომ სისტემური გზით პარტიების დაფინანსების საკითხი, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ანტიკორუფციული მიმართულების ნაწილი და სხვა, ერთ დოკუმენტში აგვესახა. ჩვენ, ამ რჩევის გათვალისწინებით, ეს საკითხები ავსახეთ. რომელია მათი აზრით, ფასადური და რომელი უნდა იყოს დამატებული, ან გამოკლებული, გვითხრან არგუმენტირებული პოზიცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ჯგუფები, იმდენად ვერ საზღვრავენ მათი ნათქვამის მეორე და მესამე სვლას, რომ ბარიერის დაწევაზე საუბრით რეალურად აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე გაიმარჯვებს, ისინი კი ვერ გადალახავენ.

„ოპოზიციური ჯგუფები ვინც ამბობენ, რომ გაუნაწილებელი მანდატები მიდის ხელისუფლების სასარგებლოდ ხმებში და ა.შ. ამით პირდაპირ აღიარებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მოდის დამაჯერებლად და გამარჯვებით. იმდენად ვერ საზღვრავენ მათი ნათქვამის მეორე და მესამე სვლას, რომ რეალურად, ისინი დღეს აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს, ისინი ვერ გადალახავენ. ჩვენ რასაც ვამბობთ, ამას გვიდასტურებენ მათი ნათქვამით. თუ ისინი ხელისუფლების შეცვლისთვის მზად არიან, მაშინ 5%-იანი ბარიერი როგორ ვერ უნდა გადალახონ?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო