პალესტინის პრეზიდენტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa ავრცელებს.

„პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ხელმძღვანელობა ჰუმანიტარული ზავის შესახებ შეთანხმებას მიესალმებიან, აფასებენ კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას და აგრძელებენ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შეწყვეტის და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის შესახებ მოწოდების გაკეთებას“, - განაცხადა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჰუსეინ ალ-შეიხმა.

„აბასი უფრო ფართო პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს, რომელიც ლეგიტიმურობასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება, რაც გამოიწვევს ოკუპაციის დასრულებას და პალესტინელი ხალხის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას“, - ალ-შეიხის სიტყვებს პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა