კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა კონკურენციის პოლიტიკის დაცვის და მისი აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს.

შეხვედრა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ და TWINNING-ის პროექტის მუდმივმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ გახსნა.

„ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს ანტიკონკურენტული შეთანხმებების საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დაუმანტას გრიკინისმა მოხსენება გააკეთე თემაზე - თუ რატომ არის კონკურენციის კანონმდებლობა აქტუალური ბიზნეს ასოციაციების წევრებისთვის და როგორ უნდა ავიცილოთ აღნიშნულ სექტორში დარღვევები.

ხოლო, ავსტრიის კარტელების ფედერალური პროკურორის მოადგილემ, ვერენა შტრასერმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, მონაწილეებთან ერთად, პასუხისმგებლობის იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელა, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისას დგინდება.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების და კოლეგა მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლები, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, დარგის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა