ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ, ხალხის მოლოდინი და მოთხოვნაა, შეიცვალოს რუსული ხელისუფლება

საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ, ხალხის მოლოდინი და მოთხოვნაა, შეიცვალოს რუსული ხელისუფლება, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს გაცილებით მაღალი თამასა აქვთ დასაკმაყოფილებელი, ვიდრე უბრალოდ საარჩევნო ბარიერის გადალახვაა.

„არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების დაკვეთა და განწყობა ნათელია, ეს ჩანს ყველა კვლევაში.

საზოგადოება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისგან არ ითხოვს, რომ ბარიერი გადაილახოს ან მხოლოდ მრავალპარტიული პარლამენტი იყოს. საზოგადოების მკაფიო დაკვეთაა, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს რუსული ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენთვის, „ლელოსთვის“ მთავარია ამ დაკვეთას ვუპასუხოთ. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არის კონცენტრირებული იმ მთავარი ამოცანის ირგვლივ, რომელიც ხალხის დაკვეთაა. საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ, ხალხის მოლოდინი და მოთხოვნაა შეიცვალოს რუსული ხელისუფლება. გეგმა გვაქვს, რა თქმა უნდა. გაცილებით მაღალი თამასაა დასაკმაყოფილებელი, ვიდრე უბრალოდ ბარიერი იყოს გადალახული",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა