შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - მარია თეოდორუსს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარია თეოდორუსმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ახალი ატაშე - სტეფანოს ლიკოპილოსი წარუდგინა, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახლახან შეუდგა.

„ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ ფარგლებში, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების განთავსების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის რესპუბლიკის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა