გიორგი პერტაია პარიზში გამართულ მსოფლიო პალატების ფედერაციის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია პარიზში გამართულ მსოფლიო პალატების ფედერაციის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში, გიორგი პერტაიამ მმართველი საბჭოს არჩეული წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

„შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის სიახლეები, მსოფლიო პალატების ფედერაციის განახლებული სტრატეგია, 2023-2025 წლების სამუშაო გეგმა და ვაჭრობის ხელშეწყობის სერვისები განიხილეს.

გიორგი პერტაიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და პალატის სხვადასხვა ინიციატივაზე ისაუბრა. მათ შორის, მსოფლიო პალატების ფედერაციის დაკავშირების საკითხზე გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რისთვისაც საქართველოს სავაჭრო პალატა მზაობას გამოთქვამს, მიიღოს მედიატორის როლი.

გიორგი პერტაიამ გაციფრულების სფეროში სავაჭრო პალატის გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოში მსოფლიო პალატების კონგრესის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა