კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეროვნული ღირებულებების გავრცელებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით კიდევ ერთი პროექტი ამოქმედდა

ეროვნული ღირებულებების გავრცელებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით კიდევ ერთი პროექტი ამოქმედდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენლები პარიზში „სორბონას“ უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ლიტერატურის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და კომპარატივისტული კვლევის შედეგების გაცნობა. მათივე ინფორმაციით, ლექციებს, სხვა სტუმრებთან ერთად, დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ამგვარი სამეცნიერო აქტივობების მნიშვნელობა.

„სორბონის უნივერსიტეტში ქართველ პროფესორთა: ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის და მათი ახალგაზრდა კოლეგების მიერ ჩატარებულმა ლექციებმა აჩვენა სტუდენტთა დიდი დაინტერესება ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობებით. ვფიქრობ, ეს პროექტი აღრმავებს ქართული კულტურისადმი ინტერესს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ პროექტის ვიზუალიზაცია კიდევ უფრო ზრდის ქართული კულტურით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვს”, - აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ.

უნივერსიტეტის ცნობით, მოეწყო შეხვედრა საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, რომელშიც მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია კანცლერის ვახტანგ წივწივაძის ხელმძღვანელობით. შედგა ვიზიტი ლევილში, სადაც დელეგაციის წევრებმა და პროექტის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ქართული ემიგრაციის წევრთა ხსოვნას.

„პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა რატიანი აღნიშნავს, რომ ძირითადი იდეა უკავშირდება ქართული მწერლობის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით; ლექციების, სემინარებისა და პროფესიული შეხვედრების გამართვას მსოფლიოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევით ცენტრებში; მომავალი ქართველოლოგების აღზრდას. ქართველი მეცნიერების საჯარო ლექციები სატელევიზიო გადაცემების სახით იწერება და მალე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სკოლაში ქართული ლიტერატურის შესახებ წაკითხულ ლექციებს მიადევნოს თვალი”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა