დავით მათიკაშვილი - ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, დაშლა თუ ქორწინება-განქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ თვალის ახვევა

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, დაშლა თუ ქორწინება-განქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ თვალის ახვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოში მოქმედ პოლიტიკური სპექტრს „ნაციონალური მოძრაობით“ და მასთან დაკავშირებული პარტიებით, არანაირი პოლიტიკური იდეოლოგია და არც ისეთი პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ, რომელიც საზოგადოების თვალში მათ უპირატესობას რაიმე სახით განსაზღვრავდა.

„რამდენად შეძლებენ ამ ეკლექტური, პოლიტიკური იდეოლოგიით ერთმანეთთან აბსოლუტურად აცილებულ, მაგრამ სამაგიეროდ ბევრ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მტრობის და საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებულ იდეების თავმოყრას და როგორ შექმნიან ერთიან პლატფორმას, ამას საზოგადოება დაინახავს. ჩვენს უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში ვნახეთ მსგავსი მცდელობები, გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატურის გაერთიანება, საძმო, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ, ის გააკეთა, რომ მთელ საზოგადოებას კარგად შეახსენა - თუ ოპოზიციაზე გვაქვს საუბარი, კონკრეტულად ვისზეა აქ საუბარი და რა ადამიანებთან აქვს საზოგადოებას საქმე. ამ მხრივ, საზოგადოებისთვის შეხსენების კუთხით ის მართლაც დადებითი მომენტი იყო. ასე რომ, თუკი ასეთ გაერთიანებას გააკეთებენ, კვლავ ერთად დადგებიან და საზოგადოებას ფართოდ გაუხსნიან კარებს, რათა დააკვირდეს, ვის არ უნდა მისცეს ხმა არჩევნებზე, მმართველი გუნდისთვის ეს ნამდვილად ცუდი არ იქნება.

„გახარიები“ და „ნაციონალები“ ცალკეულ საკრებულოებში რომ ერთად თავს კარგად გრძნობენ, ეს მათ გაერთიანებაზე პირდაპირ მეტყველებს, ეს არის ფაქტი. ეს ხომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს თავისი „ნაციონალური მოძრაობით“ და მასთან დაკავშირებული პარტიებით, გარდა იმისა, რომ ყველას სურს მანდატი ჯიბეში ჩაიდოს და საკუთარი ცხოვრების რამდენიმე წელი უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში, რეალურად არანაირი არც პოლიტიკური იდეოლოგია და არც არანაირი ისეთი პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნიათ, რომელიც საზოგადოების თვალში მათ უპირატესობას რაიმე სახით განსაზღვრავდა, ჩვენს ელექტორატს დააჯერებდა, რომ რომელიმე პარტია, რომელიც დღეს ოპოზიციაშია, საქართველოსთვის რაიმე კარგს მოიტანს, თუკი ის ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა. არ არსებობს ასეთი მოცემულობა, ამიტომ, მათი გაერთიანება, დაშლა თუ ქორწინება-განქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ თვალის ახვევა. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგთავსია, ასევე დარჩება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა