ირაკლი კობახიძე - რუსული აგრესიის აქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსული აგრესიის აქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საკითხს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ ევროპარლამენტში დაგეგმილ რეზოლუციის კენჭისყრას.

„რუსული აგრესიის აქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ამ საქმის გამოძიებას, შესაბამისი უწყებები არიან დაკავებული ამ საქმის გამოძიებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულზე სასჯელი დადგეს. ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, რომლებიც ყველა შესაბამის ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს, ევროპარლამენტში რეზოლუციაზე კენჭისყრა იგეგმება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ